აბრამოვიჩი ვასილი ივანეს ძე (1887)
- დაბადების თარიღი: 1887 წ.
- დაბადების ადგილი: უკრაინა, კიევი
- ეროვნება: რუსი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - საქვაჭრობის საგეგმო- სააღრიცხვო სექტორის უფროსი
- პარტიულობა: უპარტიო
- ბრალად ედება: რომ იყო წევრი ჯაშუშურ-მავნებლური ორგანიზაციისა, რომელიც შეიქმნა საქვაჭრობაში პოლონური დაზვერვის დავალებით. 1936 წ. გადაბირა პოლონური დაზვერვის რეზიდენტმა, ი. ტ. შელკოვნიკოვმა. ახლო კავშირში იყო ხალხის მტერთან - ჯაფარიძესთან. მხილებულია ჩვენებებებით, შელკოვნიკოვთან სიტყვიერი დაპირისპირებით, აგრეთვე რევიზიის მასალებითა და სამსახურიდან დახასიათებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: კრიშტაფოვიჩი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-7
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
წარსულში - ბაქოში ვოლჟსკო-კამსკის ბანკის მმართველის ამხანაგი, ფირმა „ბეკენდორფის“ დირექტორი. რევოლუციის პირველ წლებში - მსხვილი სპეკულანტი.