აბრამოვი ალექსანდრე პეტრეს ძე (1895)
- დაბადების თარიღი: 1895 წ.
- დაბადების ადგილი: რიაზანის ოლქი, სოფ. როგოვოე, რუსეთი, პრონსკის რაიონი
- ეროვნება: რუსი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში 1918-დან 1920 წლამდე სამეთაურო თანამდებობებზე. 1922 წლიდან დაპატიმრების დღემდე მუშაობდა საგანგებო კომისიის/სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს-შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ორგანოებში ბოლოს წინა თანამდებობა იყო მე-20 წითელორდენოსანი მსროლელი დივიზიის განსაკუთრებული განყოფილების უფროსი. დაპატიმრების მომენტში - სომხეთის სსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის "სასჯელის მოხდის ადგილების განყოფილების" ხელმძღვანელი. წოდება - სახელმწიფო უშიშროების უფროსი ლეიტენანტი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1927 წლიდან; პარტიიდან გაირიცხა დაპატიმრებასთან დაკავშირებით.
- დაპატიმრების თარიღი: 05/25/1938 წ.
- ბრალად ედება: რომ 1935 წლიდან იყო შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში არსებული ანტისაბჭოთა კ/რ შეთქმულების ერთ-ერთი აქტიურ მონაწილე. ჩეკისტურ ოპერატიულ საქმიანობაში ეწეოდა მავნებლობას მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში კ/რ და სხვაგან დამნაშავე ელემენტთა შესანარჩუნებლად. კ/რ საქმიანობით დაკავშირებული იყო კ/რ მემარჯვენე ტროცკისტული ორგანიზაციის რიგ წევრებთან და სამხედრო მოსამსახურეებისგან შემდგარ სხვა კ/რ ფორმირებებთან და ხელს უწყობდა კ/რ საქმიანობას, რომელსაც ეს უკანასკნელი ატარებდა მე-20 წითელორდენოსანი მსროლელი დივიზიის ნაწილებში. თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ასლანოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
მეფის არმიის ყოფილი ოფიცერი.