აბუევი ანდრეი ივანეს ძე (1907)
- დაბადების თარიღი: 1907 წ.
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - მიწათმოქმედების სახალხო კომისრის თანაშემწე საკადრო საკითხებში
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ
- პარტიულობა: ალკკ წევრი 1926 წლიდან; გაირიცხა 1937 წელს კ/რ საქმიანობის გამო.
- ბრალად ედება: რომ იყო მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციის აქტიური წევრი. 1937 წლის დასაწყისში საქართველოს მიწათმოქმედების სახალხო კომისრიატში არსებულ მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციაში გადაიბირა მიქელოვმა. კავშირი ჰქონდა მასთან და საქართველოს მემარჯვენე ცენტრის წევრ შალვა მათიკაშვილთან, რომელთა დავალებითაც ეწეოდა მავნებლურ და ძირგამომთხრელ საქმიანობას მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის კადრების საკითხებში. თავი სრულად ცნო დამნაშავედ. მხილებულია ხუხუასა და ნამგალაძის ჩვენებებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კოვალჩუკი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან