აგამალიანი რაფაელ მიხეილის ძე (1903)
- დაბადების თარიღი: 1903 წ.
- დაბადების ადგილი: აზერბაიჯანი, ბაქო
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- სოციალური წარმომავლობა: მოსამსახურე. მამა -არქიტექტორი, დედა - პედაგოგი
- განათლება: უმაღლესი. დაამთავრა წითელი პროფესურის ინსტიტუტი. აქვს წითელი პროფესორის წოდება, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი. ასწავლიდა აღმოსავლეთის მშრომელთა კომუნივერსიტეტში.
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ყარაბულახის (ბაშკიჩეთის რ-ნი) საბჭოთა მეურნეობის დირექტორი. 1934-35 წწ. კპ(ბ) ახალქალაქის რაიკომის მდივანი. მოსკოვის ქარხანა „დინამოს“ პარტკომის გამგე, წინათ - სკკპ(ბ) ა/კ სამხარეო კომიტეტის კულტსაგანმანათლებლო განყ. გამგე, ეკონომიკის ინსტ.-ის დირექტორი, გაზეთ „ზარია ვოსტოკას“ რედაქტორი 1930 წ.
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი, ენგელსის ქ. # 27
- პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი 1922 წლიდან, პარტიიდან გარიცხეს 1935 წელს პარტიის მოტყუების, თვალთმაქცობის, პარტიის შიგნით გამხრწნელი საქმიანობისთვის.
- დაპატიმრების თარიღი: 08/23/1936 წ.
- ბრალად ედება: დანაშაულის ხასიათი - კ/რ აგიტაცია. დაპატიმრებულია 23/08-1936 წ. გასამართლებულია 1937 წლის 7 ივლისს.
- გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია
- მუხლი: 67, 68 სომხეთის სსრ სსკ
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან