ადამია აკაკი ევგენის ძე
- დაბადების თარიღი: 1899 წ.
- სახელის ვერსიები: ადამია აკაკი ევგენის ძე
- დაბადების ადგილი: ქუთაისი სოფელი ეკი
- სქესი: კაცი
- ასაკი: 24
- ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- განათლება: ქალაქში დაამთავრა 4 კლასი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ვაჭარი, ოჯახის კანცელარიის მოხელე
- საცხოვრებელი ადგილი: სოხუმი კოლიაბიანსკაიას 24
- პარტიულობა: უპარტიო
- დაპატიმრების თარიღი: 2 ივნისი 1924 წ.
- ბრალად ედება: მიკუთნებულობა ნაციონალ-დემოკრატების პარტიისადმი
- საარქივო საქმე: 25 271
- წყაროები: შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი -ფ 6
ბიოგრაფია
-1916 წლამდე აკაკი ადამია სწავლობდა ქუთაისის ახალ სენაკის რაიონში, შემდეგ 1917-1918 წლებში იყო სოხუმში
- ფოსტა-ტელეგრაფით სოხუმის ПРЕДАВЧЕКА -ს სრულიად საიდუმლოდ გაეგზავნა წერილი აკაევსკის მიერ, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სოხუმში არიან აქტიური ნაციონალ დემოკრატები, ყოფილი КАПТЕНРУС თბილისის თავისუფალი სკოლის კურსანტები, ადამია აკაკი 23 წლის. მაღალი ან საშუალოზე ოდნავ მაღალი, ნორმალური აღნაგობის,წვერს იპარსავს,აქვს ულვაში ინგლისურად, სახე მრგვალი, ჩაჩვრეტილი ლოყები, შავგვრემანი, სასწრაფოდ დააკავეთ და გამოაგზავნეთ ЧКГ განკარგულებაში. შესაძლოა მასთან ერთად იყოს გაბუნია გიორგი დავითის ძე 25 წლის დაბალი, წვრილი პატარა ნიკაპი და სახე. ცხვირი მსხვილი, შავი თვალები, შავგვრემანი, შავი ინგლისურად გაკეთებული ულვაში, წვერს იპარსავც. ბრძანება გაცემულია 26 მაისს 1924 წელს. თბილისში N49091 c
Зам . предчека соч БЕРИА , СОЧ СЕКО МОРОЗОВ