ადეიანი პეტრიკ მარკარის ძე (1903)
- დაბადების თარიღი: 1903 წ.
- სახელის ვერსიები: ადეიანი პეტროს მარკარის ძე
- დაბადების ადგილი: თურქეთი
- ეროვნება: სომეხი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - თბილისის სამხედრო სასწავლებლის სამხედრო-პოლიტიკური განყოფილების სასწავლო ნაწილის უფროსის მოვალეობის დროებით შემსრულებელი -პედაგოგი; წოდება - პოლიტხელმძღვანელი.
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1925 წლიდან; გაირიცხა დაპატიმრების გამო.
- ბრალად ედება: რომ 1) იყო კ/რ სამხედრო ტროცკისტული დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრი, რომელმაც 1934 წლის 1 დეკემბერს განახორციელა ამხ. ს. მ. კიროვის საზარელი მკვლელობა და შემდგომში ამზადებდა ტერაქტებს საბჭოთა ხელისუფლებისა და პარტიის ხელმძღვანელების წინააღმდეგ. 2) 1936 წლიდან დაპატიმრების დღემდე იყო კ/რ ტროცკისტული, ნაციონალისტური ორგანიზაციის წევრი თბილისის სამხედრო სასწავლებელში. 3) სასწავლებელში ეწეოდა აქტიურ კ/რ საქმიანობას, ამუშავებდა ცალკეულ სამხედრო მოსამსახურეებს კ/რ ორგანიზაციისათვის. 4) არის ტერ-დავთიანის მიერ თბილისის სამხედრო სასწავლებელში შექმნილი კ/რ ტერორისტული ჯგუფის წევრი. მიიღო წინადადება საქართველოს კპ(ბ) ცკ-ს მდივანის, ლ. პ. ბერიას წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობის თაობაზე.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1938 წ., მომხსენებელი: ლიფშიცი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-1 "ბ", 58-8
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან