ავაკიმიანი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე (1895)

  • დაბადების თარიღი: 1895 წ.
  • სახელის ვერსიები: ოვაკიმიანი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე
  • დაბადების ადგილი: მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი, სოფ.კასაპეტი, აზერბაიჯანი
  • სოციალური წარმომავლობა: გლეხი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - 76-ე სომხური მსროლელი დივიზიის 227-ე პოლკის უფროსი; წოდება პოლკოვნიკი.
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1924 წლიდან; გაირიცხა 1937 წლის აგვისტოში დაპატიმრების გამო.

  • ბრალად ედება: რომ 1. იყო კ/რ სამხედრო, ტროცკისტულ-ზინოვიევური ორგანიზაციის წევრი, რომელმაც 1934 წლის 1 დეკემბერს განახორციელა ამხანაგ ს.მ.კიროვის მზაკვრული მკვლელობა და შემდგომში ამზადებოდა ტერორისტულ აქტებს საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ. 2. 1935 წლიდან დაპატიმრების დღემდე იყო კ/რ ნაციონალისტური სამხედრო ორგანიზაციის წევრი, რომელიც ამზადებდა შეიარაღებულ გადატრიალებას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. 3. ეწეოდა რიგი სამხედრო მოსამსახურეების კ/რ დამუშავებას და კ/რ ორგანიზაციაში გადაიბირა ახალი წევრები.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ლიფშიცი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-1-ბ, 58-8.

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

მსახურობდა მეფის და დაშნაკურ არმიებში; წოდება - შტაბს-კაპიტანი