ავაკოვა მარია ვასილის ასული (1905)

  • დაბადების თარიღი: 1905 წ.
  • ეროვნება: სომეხი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დიასახლისი
  • პარტიულობა: უპარტიო

  • ბრალად ედება: რომ 1933 წელს ოფიციალურად ვიზით წავიდა ირანში. არაერთხელ იქნა გამოძახებული "ტამინატში" (ირანის საიდუმლო პოლიცია) , კარგი ურთიერთობა ჰქონდა "ტამინატის" უფროსთან. იყო ირანის ქვეშევრდომი. სისტემატურად დადიოდა თავრიზში საბჭოთა საკონსულოში ვიზის მისაღებად სრკ-ში შესვლის მიზნით. თითქოსდა იმყოფებოდა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. ცდილობდა, მუშაობა დაეწყო საკონსულოში, რაც იცოდა მილიციამ. 1935 წელს, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ დაუკავშირდა ირანის საკონსულოს თანამშრომელს და ვითომ იყო მასთან ინტიმურ კავშირში, ხშირად ხვდებოდა მას. იყო გამოძახებული შინსახკომში დაკითხვაზე მისი ქმრის თაობაზე და ინფორმაცია მიაწოდა საკონსულოს თანამშრომელს დაკითხვის დეტალებზე. ბრალდებულმა სრულად აღიარა კავშირი ირანის საკონსულოს თანამშრომელთან და ისიც, რომ დადიოდა "ტამინატში". უარყო ჯაშუშური საქმიანობა.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: სარქისოვი, მონაწილეობდნენ: ქობულოვი, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-1-ა

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

მის მეუღლეს მისჯილი აქვს 10 წელი, ირან-საბჭოთა კავშირის საზღვრის ორჯერ არალეგალურად გადაკვეთის გამო.