ავაკოვი ვართან ივანეს ძე (1894)
- დაბადების თარიღი: 1894 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, გორი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: სომეხი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის მძიმე მრეწველობის სახკომის ყოფილი რწმუნებული, მოგვიანებით - "საქმშენის" მმართველი.
- პარტიულობა: 1914 წლიდან სკკპ(ბ) წევრი პარტიიდან გაირიცხა დაპატიმრების გამო.
- ბრალად ედება: რომ 1) იყო ანტისაბჭოთა მემარჯვენე ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტიური წევრი, რომელიც ატარებდა მავნებლურ-დივერსიულ სამუშაოს საქართველოს ენერგეტიკის დარგში. 2) ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას საქართველოს ენერგომეურნეობაში. 3) მემარჯვენეთა ანტისაბჭოთა ორგანიზაციაში იბირებდა ახალ წევრებს.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: ჯვარიშეიშვილი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან