ავანესიანი არტაშეს ტიგრანის ძე (1899)
- დაბადების თარიღი: 1899 წ.
- ეროვნება: სომეხი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: აზერბაიჯანის სსრ-ს შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს მე-4 განყოფილების დროებითი ხელმძღვანელი, წარსულში - ამიერკავკასიის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს საგარეო განყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილე.
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1926 წლიდან; პარტიიდან გარიცხეს 1938 წელს კონტრრევოლუციური საქმიანობის გამო.
- ბრალად ედება: რომ იყო გერმანიის აქტიური მზვერავი და ეწეოდა ფართო სადაზვერვო საქმიანობას. ამ მიზნებისათვის იყენებდა თავის საპასუხისმგებლო მდგომარეობას შინსახკომისა და სახელმწიფო პოლიტიკურ სამმართველოში. მხილებულია ვოლკოვსკი- ფომიჩევის, კორვინა-კრუკოვსკის, ტუბალის, გორიაჩევის, ბორტნიკოვის ჩვენებებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: პარამონოვი, მონაწილეობდნენ: ქობულოვი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან