აზიზოვი აზიზ საფთარ ოღლი (1902)
- დაბადების თარიღი: 1902 წ.
- დაბადების ადგილი: ქალაქი შემახა, აზერბაიჯანი
- ეროვნება: თურქი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე -საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის ლუქსემბურგის (ბოლნისის) რაიონული კომიტეტის მე-2 მდივანი
- საცხოვრებელი ადგილი: ბოლნისის (ლუქსემბურგი) რ-ნი, საქართველოს სსრ
- პარტიულობა: საკავშირო კომუნისტური პარტია(ბ) წევრი 1927 წლიდან.
- ბრალად ედება: რომ იყო მემარჯვენეთა კ/რ თურქული მეამბოხე ორგანიზაციის წევრი, ეწეოდა ძირგამომთხრელ საქმიანობას. იყო საქმის კურსში, რომ მზადდებოდა ტერორისტული აქტები საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ღარიბოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან