ალავერდოვა ლეილა ალექსანდრეს ასული (1901)
- დაბადების თარიღი: 1901 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, თბილისი
- ეროვნება: სომეხი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - შემნახველი სალაროების სამმართველოს ამიერკავკასიის კანტორის კონსულტანტი.
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი, გრიბოედოვის ქ. #20
- პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი 1919 წლიდან, 1935 წელს პარტიიდან გარიცხეს ვარდინთან კავშირის გამო.
- დაპატიმრების თარიღი: 07/20/1936 წ.
- ბრალად ედება: რომ 1) იყო წევრი კონტრრევოლუციური, ტროცკისტული, ტერორისტული და დივერსიული ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12-1934 წ. განახორციელა ამხ. ს.მ. კიროვის მხეცური მკვლელობა და რომელიც შემდგომ წლებში ამზადებდა ტერორისტულ აქტებს სკკპ (ბ) და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ; 2) იყო სიმონ ჩიხლაძის მიერ შექმნილი საქართველოს ტროცკისტული ცენტრის ტერორისტული დაჯგუფების წევრი; მის მიერვეა ჩაბმული ამ დაჯგუფებაში 1934 წელს; 3) იზიარებდა საქართველოს ტროცკისტული ორგანიზაციის დებულებებს ინდივიდუალიური ტერორისა და სახალხო მეურნეობაში მავნებლური საქმიანობის შესახებ. დანაშაული აღიარა. მხილებულია კონტრრევოლუციური ტროცკისტული ორგანიზაციის წევრების - ქავთარაძის, ტოროშელიძის, მდივნის, ჩიხლაძის, ოკუჯავასა და გასვიანის - ჩვენებებით.
- გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მომხსენებელი: კრიმიანი, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი
- მუხლი: 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან