ალავერდოვი ლევანი ყარამანის ძე (1889)

  • დაბადების თარიღი: 1889 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, ახალსოფელი
  • სქესი: კაცი
  • ეროვნება: სომეხი
  • მოქალაქეობა: საქართველოს სსრ
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ყოფილი ოფიცერი,სამეფო და დაშნაკების არმიის წევრი. წოდება შტაბის კაპიტანი. დაპატიმრებამდე მუშაობდა სასოფლო სამეურნეო არტელში საათების შემკეთებლად.
  • საცხოვრებელი ადგილი: თბილისი, იორის ქ. 7

  • დაპატიმრების თარიღი: 13 თებერვალი 1938 წ.
  • ბრალად ედება: კ/ რ მავნებლური საქმიანობა
  • მუხლი: 58-11
  • სასჯელის ზომა: გაიგზავნა შრომა-გასწორებით ბანაკში

  • საარქივო საქმე: ფონდი 8, საქმე 38455, ან 170, ოქმი 105, ტ 1, გვ 5

ბიოგრაფია

პირველად დააპატიმრეს 1931 წელს , როგორც ოქროს მფლობელი.

მეორედ დაპატიმრების შემდეგ ბრალად წაუყენეს , რომ 1920 წელს მსახურობდა დაშნაკების არმიაში ჯარისკაცად. წარმოადგენდა საბრძოლო- საველე სასამართლოს წევრს. დახვრიტა რევოლუციონერი ჯარისკაცები 1922 წელს. მას კავშირი ჰქონდა კ/რ ორგანიზაციასთან. როგორც ყოფილი დაშნაკების ოფიცერი მოგვიანებით გაერთიანებული იყო ფაშისტურ ჯგუფში, რომელშიც შედიოდნენ მისი თანამშრომლები პოლკიდან. მათი ოფიცერი იყო ტახანოვი არამი. ბრალდებულმა თავი სცნო დამნაშავედ.