ალეკსუტინი პეტრე სიმონის ძე (1902)

  • დაბადების თარიღი: 1902 წ.
  • დაბადების ადგილი: ს/პეტერბურგი, რუსეთი
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • ეროვნება: რუსი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: პროფესიით ინჟინერ-მშენებელი; დაპატიმრებამდე - საკავშირო ექსპერიმენტული სამედიცინო ინსტიტუტის სუბტროპიკული ფილიალის მშენებლობის საქმეთა მწარმოებელი
  • პარტიულობა: უპარტიო

  • დაპატიმრების თარიღი: 01/08/1938 წ.
  • ბრალად ედება: რომ იყო აქტიური წევრი კონტრრევოლუციური მავნებლური ორგანიზაციისა საკავშირო ექსპერიმენტული სამედიცინო ინსტიტუტის სუბტროპიკული ფილიალის მშენებლობაში. პ.ს. ალეკსუტინი იყო მშნებლობის საქმეთა მწარმოებელი და ეწეოდა მავნებლობას, რაც გამოიხატებოდა პროექტების მართვის დროს მავნებლობაში, საქმიანობის გაუარესებაში და რითაც მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა საბჭოთა ხელისუფლებას. ბრალდებულმა ალექსიუტინმა თავი ცნო დამნაშავედ. მისი კონტრრევოლუციური მავნებლური საქმიანობა მტკიცდება მოწმეთა ჩვენებებით და საკავშირო ექსპერიმენტული სამედიცინო ინსტიტუტის სუბტროპიკული ფილიალის მშენებლობის ოფიციალური აქტით.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ბეჟანოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-11, 58-7

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

ვადის დასაწყისად ჩაითვალოს 08/01/1938 წ. 29/07-1938 წელს ეტაპირებულ იქნა შინსახკომის დალლაგში სადგურ ვლადივოსტოკში. სსრკ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგანგებო თათბირის მიერ საქმე შეწყვეტილია, გათავისუფლებულია და მოხსნილია აღრიცხვიდან.