ალექსანიანი ანდრონიკ არუთიუნის ძე (1900)
- დაბადების თარიღი: 1900 წ.
- დაბადების ადგილი: თურქეთი. სოფ. თოდი-გასაკი,
- ეროვნება: სომეხი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე -226-ე საარტილერიო პოლკის სამხედრო მეთაური; წოდება - ბატალიონის კომისარი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1920 წლიდან; პარტიიდან გარიცხულ იქნა 1937 წლის დეკემბერში კ/რ კავშირებისა და ხალხის მტრების დაცვისთვის.
- ბრალად ედება: რომ 1. ალექსანიანი იყო წევრი კ/რ სამხედრო, ტროცკისტულ- ზინოვიევური ორგანიზაციისა, რომელმაც 1934 წლის 1-ლ დეკემბერს ჩაიდინა ს. მ. კიროვის მზაკვრული მკვლელობა და ასევე, შემდგომ ამზადებდა ტერორისტულ აქტებს სკკპ(ბ)-ს და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელების წინააღმდეგ. 2. 1931 წლიდან დაპატიმრების დღემდე ალექსანიანი იყო წევრი კ/რ ნაციონალისტური სამხედრო ორგანიზაციისა, რომელიც ამზადებდა შეიარაღებულ აჯანყებას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. 3. ეწეოდა სამხედროების დამუშავებას და გადაიბირა კ/რ ორგანიზაციაში ახალი წევრები.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ლიფშიცი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-1ბ, 58-8.
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან