ალექსეევი ნიკოლოზ მიხეილის ძე (1895)
- დაბადების თარიღი: 1895 წ.
- დაბადების ადგილი: სარატოვის გუბ./ოლქი, ბალაშოვის რ-ნი, რუსეთი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- სოციალური წარმომავლობა: ხელოსანი
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: მე-10 სარკინიგზო პოლკის მეთაურის თანაშემწე, წოდება - მე-3 რანგის ინტენდანტი.
- პარტიულობა: 1931-1937 წწ. სკკპ(ბ) წევრობის კანდიდიდატი; გაირიცხა სამსახურებრივი გულგრილობის გამო.
- ბრალად ედება: რომ 1. იყო წევრი კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, დივერსიულ- მავნებლური ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წ. განახორციელა ს. მ. კიროვის საზარელი მკვლელობა და 1934-1937 წწ. ამზადებდა ტერორისტულ აქტებს პარტიის ხელმძღვანელებისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. 2. იყო წევრი კ/რ სამხედრო ორგანიზაციისა, რომელიც მიზნად ისახავდა სამხედრო სწავლების პროცესში მავნებლობის განხორციელებით არმიის ბრძოლისუნარიანობის დაქვეითებას და ამით საბჭოთა ხელისუფლების დამხობას. 3. მოახდინა პოლკის მატერიალური უზრუნველყოფის დეზორგანიზაცია, რითაც დაეხმარა კ/რ ორგანიზაციას პოლკის ბრძოლისუნარიანობის სრულ დაქვეითებაში. 4. ეწეოდა ორგანიზაციაში ახალი წევრების გადაბირებით საქმიანობას.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: შუტოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
მეფის არმიის ყოფილი პრაპორშჩიკი; მუშურ-გლეხური წითელის არმიის წევრი 1918 წლიდან.