ალექსი-მესხიშვილი გიორგი სარდიონის ძე (1896)
- დაბადების თარიღი: 1896 წ.
- დაბადების ადგილი: სომხეთი, გიუმრი
- სქესი: კაცი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: აზნაური
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამხედრო საქმის პედაგოგი
- პარტიულობა: უპარტიო
- ბრალად ედება: რომ იყო წევრი 1921-1923 წწ. მუშათა და გლეხთა წითელი არმიის რიგებში არსებული სამხედრო კ/რ ორგანიზაციისა, რომელიც ამზადებდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას საქართველოში. მონაწილეობდა 1922 წლის კ/რ სამხედრო შეთქმულებაში, რომელიც მიზნად ისახავდა პოლიტბანდიტი ჩოლოყაევისათვის (ჩოლოყაშვილი) საარტილერიო დივიზიონის გადაცემას. 1932 წლიდან იყო კ/რ ტროცკისტებისა და კ/რ მემარჯვენეების ორგანიზაციების სამხედრო კ/რ ბლოკის წევრი. 1934 წლიდან იყო მენშევიკური კ/რ სამხედრო ორგანიზაციის წევრი. იბირებდა ახალ წევრებს.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ასლანოვი, მონაწილეობდნენ: რაფავა, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-2, 58-11.
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
(ჩკ-ს) მიერ: 1921 წელს საბოტაჟის ბრალდებით და 1923 წ. სამხედრო ცენტრის. მეფისა და მენშევიკთა არმიის ყოფილი ოფიცერი. 1921 წელს, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პერიოდში აქტიურად იბრძოდა წითელი არმიის წინააღმდეგ.