ალმენდინგერი ოტო ემანუელის ძე (1896)

  • დაბადების თარიღი: 1896 წ.
  • დაბადების ადგილი: ლუქსემბურგი (ბოლნისი), საქართველო
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • ეროვნება: გერმანელი
  • სოციალური წარმომავლობა: მრეწველი
  • განათლება: საშუალო
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: სპეციალობით აგრონომი. მუშაობდა მძღოლის თანაშემწედ (1941 წლის მონაცემები).
  • საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, საქართველოს სსრ, საგურამოს ქ. 6
  • პარტიულობა: უპარტიო

  • დაპატიმრების თარიღი: 08/05/1937 წ.
  • ბრალად ედება: ო. ე. ალმენდინგერი მხილებულია როგორც ჯაშუშური ორგანიზაციის წევრი.1937 წლის 5 აგვისტოს დაპატიმრებულ იქნა შინსახკომის მიერ. აღიარა თავისი ჯაშუშური საქმიანობა. შინსახკომის ორგანოებთან თანამშრომლობაზე ხელწერილის ჩამორთმევის შემდეგ, 1938 წელს, გაათავისუფლეს.

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

ტყის მრეწველის ვაჟი. 1941 წლის 27 სექტემბერს ხელმეორედ დააპატიმრეს სსრკ ტერიტორიაზე ერთ-ერთი უცხოური სახელმწიფოს სასარგებლოდ სადაზვერვო-ჯაშუშური საქმიანობის ბრალდებით. გათავისუფლებულია 1941 წლის 8 ოქტომბერს.