ამაშუკელი ალექსანდრე ჯავახის ძე (1898)
- დაბადების თარიღი: 1898 წ.
- დაბადების ადგილი: ქუთაისის რაიონი, სოფ. ამაშუკეთი, საქართველო
- ოჯახური მდგომარეობა: უცოლშვილო
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: აზნაური
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: "გზის რემონტისა და მშენებლობის" სამშენებლო საუბნო ნაწილის უფროსი.
- დაპატიმრების თარიღი: 05/07/1938 წ.
- ბრალად ედება: რომ იყო საბჭოთა ხელისუფლების მიმართ მტრულად განწყობილი, წლების განმავლობაში ეწეოდა ა/ს აგიტაციას. იმყოფებოდა ა/ს კავშირში უკვე რეპრესირებულ კ/რ ტროცკისტთან, რომლისგანაც იღებდა არალეგალურ ა/ს ტროცკისტულ ლიტერატურას. იყო ინგლისის დაზვერვის რეზიდენტი, რომლის დავალებითაც ეწეოდა ჯაშუშურ და გადამბირებლურ საქმიანობას.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კისელევსკი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
ყოფილი აზნაური, მემამულე. მეფის არმიის ყოფილი ვიცე-პოლკოვნიკი, შემდგომ მენშევიკური და მუსავატური არმიის პოლკოვნიკი.1914 წლიდან 1918 წლამდე იმყოფებოდა ტყვედ გერმანიაში.