ანდრეევი კონსტანტინე სიმონის ძე (1890)
- დაბადების თარიღი: 1890 წ.
- დაბადების ადგილი: რუსეთი, ქ. მოსკოვი
- ეროვნება: რუსი
- სოციალური წარმომავლობა: მოსამსახურე
- განათლება: არასრული უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - მესამოცე მსროლელ კავალერისტთა პოლკის ხელმძღვანელი, წოდება - მაიორი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1919 წლიდან. პარტიიდან გარიცხეს 1937 წლის მაისში ფარული ტროცკისტული წარსულის გამო. მეფის არმიის ყოფილი ოფიცერი ვიცეპოლკოვნიკის წოდება. ორ თვეს მსახურობდა პეტლიურას საზღვრის დაცვაში.
- ბრალად ედება: რომ 1. იყო წევრი ტროცკისტული სამხედრო-დივერსიული ორგანიზაციისა, რომელმაც 1/12/1934 წელს განახორციელა ს.მ. კიროვის მზაკვრული მკვლელობა და ამზადებდა ტერაქტებს სკპ(ბ) ხელმძღვანელთა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. 2. 1929 წლიდან დაპატიმრების დღემდე იყო კონტრრევოლუციური „მუშათა ორგანიზაციის“ აქტიური მონაწილე, ხოლო 1936 წლიდან - წევრი კონტრრევოლუციური სამხედრო ორგანიზაციისა, რომელიც ამზადებდა სამხედრო გადატრიალებას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. 3. ეწეოდა მთელი რიგი პირების კონტრრევოლუციურ დამუშავებას, რომელთაგან ბევრი ჩართო კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ლიფშიცი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-1-ბ, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან