ანდრონიკაშვილი გიორგი ივანეს ძე (1893)

  • დაბადების თარიღი: 1893 წ.
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: მეშჩანი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: საბჭოთა არმიის თადარიგის მეთაურთა გადამზადების კურსების სასწავლო ჯგუფის ხელმძღვანელი. წოდება - მაიორი.
  • პარტიულობა: უპარტიო

  • ბრალად ედება: რომ 1. იყო წევრი კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, დივერსიულ- მავნებლური ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წ. განახორციელა ს. მ. კიროვის საზარელი მკვლელობა და 1934-1937 წწ. ამზადებდა ტერორისტულ აქტებს პარტიის ხელმძღვანელებისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. 2. 1936 წლიდან იყო წევრი კ/რ სამხედრო, მავნებლური ორგანიზაციისა, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას და კაპიტალიზმის რესტავრაციას. 3. თადარიგის მეთაურთა შემადგენლობის მომზადების სისტემაში ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას, რომელიც მიმართული იყო საბჭოთა არმიის ბრძოლისუნარიანობის დაქვეითებისკენ. 4. ეწეოდა ორგანიზაციაში ახალი წევრების გადაბირებას, როგორც სასწავლო ისე თადარიგის სამეთაურო შემადგენლობიდან.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: დუდკინი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
  • მუხლი: 58-7, 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

მეფისა და მენშევიკური არმიის ყოფილი ოფიცერი, იბრძოდა წითელი არმიის წინააღმდეგ. 1924 წ. დაპატიმრებული იყო აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობის გამო.