ანი პავლე ივანეს ძე (1896)
- დაბადების თარიღი: 1896 წ.
- დაბადების ადგილი: ესტონეთი, იურიევის მაზრა, პაიოს დასახლება (პიხელვერი)
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ესტონელი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი. მისი მეუღლე, გენერლის შვილი, იყო თავად- აზნაურული წარმომავლობის.
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ქ. ბათუმის სამხედრო ჰოსპიტლის უფროსი. 1-ლი რანგის სამხედრო ექიმი.
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი, 1921 წელს პარტიიდან გაირიცხა ყოფაში გახრწნილობისა და სოციალურად უცხო ელემენტებთან კავშირის გამო.
- ბრალად ედება: რომ იყო 1. საქართველოს სსრ-სა და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში მოქმედი კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, ჯაშუშური სამხედრო ორგანიზაციის წევრი. 2. ეწეოდა კ/რ მავნებლურ საქმიანობას ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სანიტარიული სამსახურის სისტემაში. 3. ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას სსრკ-ს საზიანოდ და იაპონიის სასარგებლოდ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული., მომხსენებელი: რიაბოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან