არინინი ანდრეი სერგეის ძე (1894)
- დაბადების თარიღი: 1894 წ.
- დაბადების ადგილი: პენზის გუბერნია, სოფ.ოდინაევკა, რუსეთი
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს თბილისის სამხარეოშორისი სკოლის სამეურნეო ნაწილის ხელმძღვანელი
- საცხოვრებელი ადგილი: ქ.თბილისი, საქართველოს სსრ
- პარტიულობა: სკკპ(ბ) ყოფილი წევრი 1918 წლიდან. გარიცხულია ლოთობისთვის.
- ბრალად ედება: რომ იყო ერთ-ერთი აქტიური მონაწილე კონტრრევოლუციური მემარჯვენე ორგანიზაციისა, ასევე კონტრრევოლუციური შეთქმულებისა, რომელიც არსებობდა საქართველოს შინსახკომის ორგანოებში. ორგანიზაცია მიზნად ისახავდა საბჭოთა მთავრობის დამხობას ტერორისტული აქტების მოწყობის გზით სკპ(ბ) და საბჭოთა ხელმძღვანელების წინააღმდეგ, აგრეთვე შინსახკომში ძირგამომთხრელი საქმიანობის მეშვეობით. ბრალდებული არინინი იყო კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ტერორისტული მოქმედების საქმის კურსში და თავად ჰქონდა დავალება, განეხორციელებინა კონტრრევოლუციური ძირგამომთხრელი და გადაბირებითი საქმიანობა. ბრლადებულმა თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ლაზარევი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-1-ა, 58-7, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან