არხანგელსკი ნიკოლოზ პავლეს ძე (1889)
- დაბადების თარიღი: 1889 წ.
- დაბადების ადგილი: რუსეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთის რკინიგზა, სადგური დობრინა,
- ეროვნება: რუსი
- სოციალური წარმომავლობა: მოსამსახურე
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: სპეციალობით - ინჟინერ-ტექნოლოგი.დაპატიმრების მომენტში დროებით მუშაობდა საქჩაიში.
- პარტიულობა: უპარტიო
- დაპატიმრების თარიღი: 10/08/1937 წ.
- ბრალად ედება: რომ სამოქალაქო ომის დროს აქტიურად ეხმარებოდა თეთრებს წითლების წინააღმდეგ. სახალხო კომისრის, კაგანოვიჩის ტექნოლოგიური პროცესის შესახებ გაცემული ბრძანებისათვის კ/რ საბოტაჟის მოწყობის მიზნით, დაამტკიცა ტექნოლოგიური პროცესის მავნებლურად შედგენილი ნორმები. შეიმუშავა და დაამტკიცა სადგურის მავნებლური ტექნიკურ-განმწესრიგებელი აქტები, რომლებიც არ იძლეოდა მატარებლების უსაფრთხო მოძრაობის გარანტიას. ხალხის მტრებთან - როზენცვეიგთან, ენშემთან და სხვებთან ერთად აწარმოებდა ამიერკავკასიის რკინიგზაზე ნავთობპროდუქტების სატრანსპორტო საშუალებებზე დატვირთვის/გადაზიდვების გეგმის ჩაშლას. დაპატიმრებულია 1937 წლის 8 ოქტომბერს, იმყოფება თბილისის ციხეში.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: ვოლფენზონი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
ცხოვრობდა თეთრების ტერიტორიაზე.