ასათიანი ვლადიმერ ვასილის ძე (1905)

  • დაბადების თარიღი: 1905 წ.
  • დაბადების ადგილი: აზერბაიჯანი, ბაქო
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული რუსთაველის სახ. ინსტიტუტის სწავლული მდივანი.
  • საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი
  • პარტიულობა: უპარტიო

  • ბრალად ედება: რომ იყო მემარჯვენეთა კ/რ ტერორისტული, ჯაშუშურ-მავნებლური ორგანიზაციის აქტიური წევრი სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1936 წლის მაისიდან, მას მერე, რაც გადაიბირა აწ უკვე გასამართლებულმა ხალხის მტერმა, სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა კ. შ. ორაგველიძემ, რომელიც ხელმძღვანელობდა აღნიშნულ ორგანიზაციას. ბრალდებული იბირებდა ახალ წევრებს კ/რ ორგანიზაციაში, აბამდა მათ კ/რ ძირგამომთხრელ საქმიანობაში. იყენებდა თავის სამსახურებრივ მდგომარეობას რუსთაველის ინსტიტუტის სწავლული მდივნის თანამდებობაზე და პირადად ეწეოდა მავნებლურ ძირგამომთხრელ საქმიანობას. თავი დამნაშავედ ცნო. მხილებულია, ასევე, გ. ბ. ჯანელიძის ჩვენებებით.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: გოცირიძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-7, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან