ასათიანი თევდორე იოსების ძე

SWScan15159.jpg
  • დაბადების თარიღი:
  • სახელის ვერსიები: ასათიანი თევდორე იოსების ძე
  • დაბადების ადგილი: ლეჩხუმი, დერჩი
  • სქესი: კაცი
  • ასაკი: 38
  • ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: აზნაური
  • განათლება: წერაა-კითხვის მცოდნე, ოჯახის განათლება
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: მიწის მუშა
  • საცხოვრებელი ადგილი: მესხეთის ქ. იოსელიანის სახლი (ბინა მელიტონ გეგელავასი)
  • პარტიულობა: 1905-წლიდან სოციალ-დემოკრატი, მენშევიკი

  • დაპატიმრების თარიღი: 8 აპრილი 1924 წ.

  • წყაროები: საქართველოს შსს არქივი ფ. 6

ბიოგრაფია

მენშევიკების დროს იყო ქუთაისის გვარდიის შტაბის წევრი.


11 აპრილს დაკითხეს პირველად, სადაც არ უპასუხა კითხვებს და არაფერი აღიარა. შემდეგი დაკითხვა მოუწყვეს 17 აპრილს 1924 წელს. სადაც მისი თქმით, ერთ- ერთი მისი მეტსახელი იყო „ილო“, რომლის სახელზეც იღებდახოლმე წერილებს საკუთარი ცოლისა და რძლისაგან. „ მათე“ , რომელსაც წერდახოლმე წერილებს იყო მისი ერთი მეგობარი, არალეგალურად მომუშავე, დაპატიმრებული 1922 წელს და 1923 წელს გადასახლებული რუსეთში,მანამდე კაზანში. სად იმყოფებოდა ეხლა არ იცოდა.