ასათიანი კონსტანტინე არტემის ძე (1900)

  • დაბადების თარიღი: 1900 წ.
  • სახელის ვერსიები: ასათიანი კონსტანტინე არსენის ძე
  • დაბადების ადგილი: ზესტაფონის (ჯუღელი) რ-ნი, სოფ. კინოთი, საქართველო
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: აზნაური
  • განათლება: საშუალო
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ზესტაფონის რაიონული სამხედრო კომისარიატის საქმის წარმოების გამგე. წოდება - პირველი რანგის ტექნიკოს- ინტენდანტი.

  • ბრალად ედება: რომ 1. 1921-1924 წლებში, მუშათა და გლეხთა წითელი არმიიდან დემობილიზაციის დღემდე, იყო არალეგალური მენშევიკური ორგანიზაციის წევრი, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას საქართველოში და მენშევიკური ხელისუფლების რესტავრაციას. 2. 1925 წლიდან დაპატიმრების დღემდე იყო კ/რ განწყობილი და ეწეოდა ა/ს აგიტაციას. თავი ცნო დამნაშავედ. მხილებულ იქნა ბრალდებულ ვ.ს. გოგიძისა და მოწმე ა. იოსავას მიერ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: ასლანოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
  • მუხლი: 58-10, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

დაამათავრა კადეტთა სასწავლებელი. მენშევიკთა არმიაში მსახურობდა უფროს იუნკერად. მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში მსახურობდა 1921-1924 წლებში და 1926 წლიდან დაპატიმრების დღემდე.