ასლანიანი მოვსეს აკოპის ძე (1903)
- დაბადების თარიღი: 1903 წ.
- დაბადების ადგილი: სომხეთი, არტიკის რ-ნი, სოფ. პაპიკი
- ეროვნება: სომეხი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - თბილისის სამხედრო სასწავლებლის მასწავლებელი, წოდება - უფრ. პოლიტხელი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1935 წლიდან. გაირიცხა პარტიიდან არსებულ საქმესთან დაკავშირებით.
- ბრალად ედება: რომ იყო კ/რ ტროცკისტული სამხედრო ორგანიზაციის წევრი, რომელშიც შევიდა 1935 წელს ამიერკავკასიის ქვეითთა სკოლის პოლიტიკური განყოფილების ყოფილი უფროსის მოადგილის - შავარშ პეტროსიანის მითითებით. იყო კ/რ ორგანიზაციის შემადგენლობის საქმის კურსში და სკოლაში ეწეოდა რიგი სამხედრო მოსამსახურეების კ/რ დამუშავებას.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: ლიფშიცი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-1-ბ, 58-8
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან