ასრიევი გიორგი მიხეილის ძე (1908)
- დაბადების თარიღი: 1908 წ.
- დაბადების ადგილი: აზერბაიჯანი, ბაქო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - საქ. სსრ-ის მსუბუქი მრეწველობის სახალხო კომისარიატის აბრეშუმის გასაღების სამმართველოს უფროსის მოადგილე
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ
- პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ) წევრი 1926 წლიდან; 1937 წელს გაირიცხა კ/რ საქმიანობის გამო.
- ბრალად ედება: რომ იყო მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციის წევრი, კავშირი ჰქონდა ცნობილ ტროცკისტ სეფთან და ამიერკავკასიაში მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციის ხელმძღვანელ კუდრიავცევთან. ასტრიევი იყო მემარჯვენეთა ახალგაზრდული კ/რ ორგანიზაციის ამიერკავკასიის ცენტრის წევრი, ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას კომკავშირელთა პოლიტაღზრდის საქმეში, ორგანიზაციაში იბირებდა ხალხს, იყო ინფორმირებული ორგანიზაციის კ/რ ტერორისტული საქმიანობის და საქართველოს კპ(ბ)- ის ცენტრალური კომიტეტის მდივან ამხ. ბერიას წინაამდეგ ტერაქტის მომზადების შესახებ. თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან