აშიბოკოვი ფუად ალის ძე (1903)

  • დაბადების თარიღი: 1903 წ.
  • დაბადების ადგილი: ჩერქეზეთის აო, აული პსიჟ, რუსეთი
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • სოციალური წარმომავლობა: აზნაური
  • განათლება: საშუალო
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრების დროს არ ჰქონდა განსაზღვრული სამუშაო ადგილი.
  • საცხოვრებელი ადგილი: ქ. სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველო
  • პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს ყოფილი წევრი, პარტიის წევრი 1924-1929 წწ.

  • ბრალად ედება: რომ იყო კონტრრევოლუციურად განწყობილი და შევიდა ბურჟუაზიულ- ნაციონალისტურ მეამბოხე ორგანიზაციაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ხალხის მტერი ნესტორ ლაკობა და მეამბოხე ცენტრი ჩერქეზეთში. მიზნად ჰქონდათ დასახული საბჭოთა ხელისუფლების დამხობა სამხედრო აჯანყების გზით. 2) კონტრრევოლუციური ორგანიზაციის დავალებით ეწეოდა ახალი წევრების გადაბირებას და მათ მომზადებას სამხედრო აჯანყებისათვის. 3) ეწეოდა კონტრრევოლუციურ, ნაციონალისტურ აგიტაციას.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: მარტიროსოვი, მონაწილეობდნენ: ქობულოვი, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

მამა იყო მოლა-კულაკი, 1918 წ. დახვრიტეს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიური ბრძოლისთვის. ამხილეს თეთრგვარდიელობისთვის და გარიცხეს პარტიიდან. 1920-1921 წლებში მსახურობდა გენერალ ხვოსტიკოვის ბანდაში, 1930 წლებში ხელმძღვანელობდა კულაკურ აჯანყებას საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ჩერქეზეთში.