ახალაძე გიორგი კონსტანტინეს ძე (1905)
- დაბადების თარიღი: 1905 წ.
- ეროვნება: ქართველი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - საქ. სსრ კპ(ბ) სამტრედიის რაიკომის მდივანი.
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1927 წლიდან. გაირიცხა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით.
- ბრალად ედება: რომ იყო მემარჯვენეთა კ/რ ტერორისტული და დივერსიულ-მავნებლური ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, რომელმაც 1934 წლის 1-ლ დეკემბერს განახორციელა ამხ. ს. მ. კიროვის საზარელი მკვლელობა და ამზადებდა შემდგომ წლებში (1934-1937 წწ.) ტერორისტულ აქტებს საბჭოთა მთავრობისა და სკკპ(ბ) ხელმძღვანელების წინააღმდეგ. ეწეოდა გადაბირებით საქმიანობას კ/რ ორგანიზაციაში ახალი წევრების ჩასაბმელად. გიორგობიანის და გოგიშვილის დავალებით, განზრახ ეწეოდა თბილისის პარტიულ და კომკავშირულ ორგანიზაციებში მავნებლურ და ძირგამომთხრელ საქმიანობას. იცოდა ტერორისტული ჯგუფების არსებობის შესახებ, რომლებსაც განზრახული ჰქონდათ პარტიისა და მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ ტერაქტების მოწყობა.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: კვირიკაშვილი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან