ახმეტელი დავით ვასილის ძე (1876)
- დაბადების თარიღი: 1876 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, სიღნაღი, სოფ. ანაგა
- ეროვნება: ქართველი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: პროფესიით ვეტექიმი. დაპატიმრებამდე მუშაობდა - ამიერკავკასიის რკინიგზის ბათუმის სასაქონლო სადგურზე.
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრაჭარის ასსრ, ბათუმი, ენგელსის ქ. # 5. 1933 წელს დაპატიმრებამდე ცხოვრობდა ქალაქ თბილისში წყნეთის ქ. #25.
- პარტიულობა: უპარტიო
- დაპატიმრების თარიღი: 06/12/1937 წ.
- ბრალად ედება: დ.ვ. ახმეტელის დაპატიმრების საფუძველი გახდა სხვა საქმისთვის დაპატიმრებული გიორგი გრიგოლის ძე ელიავას და ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავას ჩვენებები იმის თაობაზე, რომ მეცხოველეობის ხაზით მავნებლობა ტარდებოდა პროფესორ ილია ლევანის ძე ჯანდიერისა და მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის ვეტერინარული სამმართველოს ყოფილი უფროსის, დავით ვასილის ძე ახმეტელის მიერ. საქმეში ჩაკერებულია ი.ლ. ჯანდიერის დაკითხვის ოქმის ასლი, საიდანაც ჩანს, რომ იგი ჯაშუშური საქმიანობით დაკავშირებული იყო იტალიური დაზვერვის ჯაშუშთან, პროფესორ შალვა ცქიტიშვილთან და რომ ბაქტერიოლოგიურ-დივერსიულ საქმიანობას მისი დავალებით ასრულებდა ექიმი-ვეტერინარი დ.ვ. ახმეტელი, რომელიც დივერსიულ- მავნებლური საქმიანობით დაკავშირებული იყო ექიმ-ვეტერინარებთან თედორე ცინცაძესთან და ლევან ლეონიძესთან. 1937 წლის 11 სექტემბერს დ.ვ. ახმეტელის საქმე დახურულ სხდომაზე განიხილა სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ, რომლის მსვლელობისას მისთვის წაყენებულ ბრალდებაში ახმეტელმა თავი დამნაშავედ ცნო და დაადასტურა წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენებები. 1937 წლის 11 სექტემბერს დ.ვ. ახმეტელი სამხედრო კოლეგიამ დამნაშავედ ცნო და მიუსაჯა დახვრეტა.
- გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო
- მუხლი: 58-7, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან