ახობაძე სიმონ ფარნაოზის ძე (1900)
- დაბადების თარიღი: 1900 წ.
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე მუშაობდა "საქართველოს შალის" ქვეგანყოფილების გამგედ.
- საცხოვრებელი ადგილი: სიღნაღი, საქართველო
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1920 წლიდან; პარტიიდან გარიცხეს დაპატიმრების
- ბრალად ედება: რომ მანქანა-ტრაქტორთა სადგურისდირექტორობის დროს წითელ ჭებში იყო კონტრრევოლუციური მემარჯვენე ორგანიზაციის მონაწილე, იღებდა კონტრრევოლუციურ მავნებლურ დავალებებს წითლიძისა და ალავერდაშვილისგან სოფლის მეურნეობაში გასატარებლად. მეურნეობებსა და მანქანა-ტრაქტორთა სადგურებს აყენებდა დიდ მატერიალურ ზარალს და ქმნიდა უკმაყოფილებას როგორც მანქანა- ტრაქტორთა სადგურის თანამშრომელთა, ასევე კოლმეურნეთა შორის. უარყოფდა, რომ იყო კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრი და აცხადებდა, რომ ეწეოდა მავნებლობას წითლიძისა და ალავერდაშვილის დავალებით, რადგან ეს უკანასკნელნი ემუქრებოდნენ მას პარტიიდან გარიცხვითა და დაპატიმრებით. მხილებულ იქნა თოფურიას, ბროძელის, ფეიქრიშვილის, გურგენიძის, ბულაშვილის და ლაბკოს ჩვენებების საფუძველზე.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კვიცარიძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
ყოფილი სამხედრო მოსამსახურე 1922-1928 წლებში; უკანასკნელი თანამდებობა - ბატალიონის სამხედრო მეთაური