აჯბა გრიგოლი კირილეს ძე (1903)
- დაბადების თარიღი: 1903 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, აფხაზეთი, გუდაუთა, სოფ. აჭანდარა
- ეროვნება: აფხაზი
- სოციალური წარმომავლობა: საშუალო გლეხი
- განათლება: უმაღლესი; დაამთავრა აღმოსავლეთის მშრომელთა კომუნისტური უნივერსიტეტი.
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: აფხაზეთის საგამომცემლო და სალიტერატურო საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი
- პარტიულობა: საქ.სკკპ(ბ) წევრი 1926 წლიდან. პარტიიდან გარიცხეს 1937 წელს ხალხის მტრებთან კავშირის გამო.
- ბრალად ედება: რომ იყო უკმაყოფილო პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკით და 1936 წელს შევიდა მემარჯვენე ტროცკისტულ მავნებლურ მეამბოხე ორგანიზაციაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ხალხის მტერი ნ.ლაკობა. მიზნად ისახავდა საბჭოთა მთავრობის დამხობას და კაპიტალიზმის რესტავრაციას. იყო კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრი, მავნებლობდა ოჩამჩირის რაიონში და კონტრრევოლუციური საქმიანობით დაკავშირებული იყო კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრ მიხეილ ჩალმაზთან. კონტრრევოლუციური ორგანიზაციის დავალებით ეწეოდა გადაბირებით საქმიანობას და მათი მეშვეობით მავნებლობდა.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: აბაზოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან