ბაახია გრიგოლ თევდორეს ძე (1895)
- დაბადების თარიღი: 1895 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, სოფ. ნაგიბერი
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - 47-ე ქართული მსროლელი დივიზიის პოლიტიკური განყოფილების უფროსი
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ.
- პარტიულობა: მსახურობდა მენშევიკურ არმიაში უმცროს მეთაურად. გაირიცხა საკავშირო კპ(ბ)-ის რიგებიდან კონტრრევოლუციური საქმიანობისა და 1918-1920 წლებში ტროცკისტებთან კავშირის გამო.
- ბრალად ედება: რომ 1. იყო წევრი კ/რ სამხედრო, ტროცკისტულ-ტერორისტული, ჯაშუშური ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წ. განახორციელა ამხ. ს. მ. კიროვის მზაკვრული მკვლელობა და ამზადებდა მომდევნო წლებში ტერაქტებს საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელუსუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ. 2. შედიოდა საქართველოს სსრ-სა და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში მოქმედ ტროცკისტულ-ტერორისტულ, ჯაშუშურ, სამხედრო ორგანიზაციაში, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას შეიარაღებული აჯანყების გზით და ე. წ. „დამოუკიდებელი“ საქართველოს შექმნას. 3. ზემოხსენებული კ/რ ორგანიზაციის დავალებით ეწეოდა აქტიურ კ/რ საქმიანობას კ/რ ორგანიზაციაში ახალი წევრების ჩათრევის მიზნით, მავნებლობდა 47-ე ქართულ მსროლელ დივიზიაში, იბირებდა ახალ წევრებს.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ვასილენკო, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-1-"ბ" 58-7, 58-10, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან