ბაბუევი ვართან გიორგის ძე (1906)
- დაბადების თარიღი: 1906 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, თელავი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- განათლება: დაწყებითი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: საქართველოს კომუნისტური პარტიის რაიონული კომიტეტის ყოფილი ინსტრუქტორი
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თელავი
- პარტიულობა: ბაბუევი 1926 წელს შეუერთდა კონტრრევოლუციონერ ტროცკისტებს, რისთვისაც გარიცხეს ალკკ-დან. საქ. კპ(ბ) წევრი 1932 წლიდან; პარტიიდან გარიცხეს დაპატიმრების გამო.
- ბრალად ედება: რომ იყო არალეგალური კ/რ მემარჯვენე მავნებლური ორგანიზაციის წევრი, კოლმეურნეობებში ეწეოდა მავნებლურ სამუშაოებს და იბირებდა ახალ წევრებს არალეგალურ კ/რ მემარჯვენე ორგანიზაციაში.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: მელაძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან