ბაბუნაშვილი ალექსანდრე გიორგის ძე (1898)
- დაბადების თარიღი: 1898 წ.
- დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი, საქართველო.
- ეროვნება: ქართველი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: 1934-დან 1937 წლამდე თბილისის სახედრო კომიტეტის საქმის მწარმოებელი. უკანასკნელ პერიოდში, დაპატიმრებამდე, არ მუშაობდა
- პარტიულობა: უპარტიო
- ბრალად ედება: რომ იყო წევრი არალეგალური სამხედრო-კონტრრევოლუციური ორგანიზაციისა, რომელიც მიზნად ისახავდა სამხედრო გზით საქართველოს გამოყოფას საბჭოთა კავშირიდან და ე.წ. საქართველოს "დამოუკიდებელი" ბურჟუაზიულ- დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნას ერთ-ერთი ფაშისტური სახელმწიფოს პროტექტორატის ქვეშ. მხილებულ იქნა დასახელებული კონტრრევოლუციური ორგანიზაციის აქტიური წევრის, საქართველოს სამობილიზაციო ოლქის მეთაურ ვ.ვ. საპანაძის პირდაპირი ჩვენების საფუძველზე. ბრალდებულმა ბაბუნაშვილმა თავი არ ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ასლანოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-1, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
მენშევიკური არმიის ყოფილი ოფიცერი 1918-1919 წლებში; მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში 1921-1923 წლებში. წოდება - ასეულის მეთაური