ბაკაევი ვასილ ბორისის ძე (1897)
- დაბადების თარიღი: 1897 წ.
- დაბადების ადგილი: ზნაურის (ყორნისი) რ-ნი, სოფ.ზივლეთი, სამხრეთ ოსეთი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ოსი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე იყო სტალინირის რაიონის პროკურორი.
- პარტიულობა: საქ. სსრ კპ(ბ) წევრი, პარტიის რიგებიდან გარიცხეს კონტრრევოლუციური საქმიანობის გამო.
- ბრალად ედება: რომ იყო სამხრეთ ოსეთის არალეგალური, კ/რ მემარჯვენე ორგანიზაციის წევრი. იქნა გადაბირებული ამ ორგანიზაციაში სამხრეთ ოსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ჯიჯოევის მიერ 1937 წლის აგვისტოში. მისი დავალებით ეწეოდა მავნებლობას სამხრეთ ოსეთის იუსტიციის სახალხო კომისარიატში. უნებართვოდ სარგებლობდა "კოროვინის" სისტემის რევოლვერით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: გაგუა, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან