ბაკი აბრამი გრიგოლის ძე (1901)
- დაბადების თარიღი: 1901 წ.
- დაბადების ადგილი: ქ. სტალინო
- ეროვნება: ებრაელი
- სოციალური წარმომავლობა: მოსამსახურე
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - თბილისის სამხედრო სასწავლებლის სოციალურ- ეკონომიკური ციკლის მასწავლებელი; წოდება - უფროსი პოლიტხელი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1921 წლიდან. პარტიიდან გაირიცხა დაპატიმრების გამო. მანამდე, 1929 წელს იყო გარიცხული პარტიიდან.
- ბრალად ედება: რომ იყო კ/რ სამხედრო ზინოვიევურ-ტროცკისტული ორგანიზაციის წევრი, რომელშიც შევიდა 1935 წ. თბილისის სამხედრო სასწავლებლის პოლიტგანყოფილების ყოფილი უფროსის - ტერ-დავთიანის მითითებით. ეწეოდა თბილისის სამხედრო სასწავლებლის რიგ სამხედრო მოსამსახურეთა კ/რ დამუშავებას და კ/რ ორგანიზაციაში ჩააბა ახალი წევრები.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: ლიფშიცი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-1-ბ, 58-8
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
მამამისი ერთ დროს იყენებდა დაქირავებულ შრომას.