ბარათაშვილი პეტრე სიმონის ძე (1891)

  • დაბადების თარიღი: 1891 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, ჭიათურა, (შორაპანი), სოფ. ნიგოზეთი
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: აზნაური
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: იურისტი. დაპატიმრებამდე - ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს დამხმარე საწარმოს იურისკონსულტი
  • საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი, კალინინის ქ. #33
  • პარტიულობა: წარსულში - ეროვნულ დემოკრატიული პარტიის წევრი

  • დაპატიმრების თარიღი: დაპატიმრებულია 3/VIII-1937 წელს. მოთავსებულია შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის შიდა ციხეში.
  • ბრალად ედება: რომ შედიოდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატთა არალეგალური ორგანიზაციის ცენტრალურ კომიტეტში, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და კაპიტალისტური წყობილების დამყარება პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ ტერორისტული აქტების განხორციელების, შეიარაღებული აჯანყების და ჯაშუშურ-მავნებლური საქმიანობის განხორციელების გზით. ძიების მასალებით ირკვევა, რომ ბარათაშვილის ბინა იყო ეროვნულ დემოკრატთა ცენტრალური კომიტეტის შეკრების ადგილი, სადაც განიხილებოდა პრაქტიკული საორგანიზაციო საკითხები. ამასთან ერთად დადგენილია, რომ 1922 წელს კ/რ დავალებებით საზღვარგარეთიდან ჩამოსული ემიგრაციული მთავრობის წარმომადგენელი ხომერიკი იმალებოდა ბარათაშვილთან სახლში და ამ უკანასკნელის დავალებით კავშირი დაამყარა ჭიჭინაძესთან.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ხეჩუმოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-10, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან