ბარამიძე ევგენი ნოეს ძე (1915)

  • დაბადების თარიღი: 1915 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, ლანჩხუთი, სოფ. ჯუმათი
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: მოსამსახურე
  • განათლება: საშუალო
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ტექნიკოსი. დაპატიმრებამდე - ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ძალური საამქროს ცვლის ინჟინერი
  • პარტიულობა: ალკკ წევრი; გაირიცხა დაპატიმრებასთან დაკავშირებით.

  • დაპატიმრების თარიღი: 08/18/1937 წ.
  • ბრალად ედება: რომ 1936 წლიდან დაპატიმრების დღემდე (18.08.1937) იყო ბათუმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში მოქმედი კ/რ დივერსიული, მავნებლური ჯგუფის წევრი. ეწეოდა ძირგამომთხრელ საქმიანობას ბათუმის ნავთობქარხნების ენერგოსაამქროებში, აფერხებდა ორთქლისა და ელექტროენერგიის მიწოდებას ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების საამქროებში. თავი დამანაშავედ არ ცნო, მაგრამ მხილებულია მოწმეების ვანდიშევის და სელიმხანოვის ჩვენებებით.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: მინინი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-9, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან