ბაქარაძე იაკიმე თაგუს ძე (1900)
- დაბადების თარიღი: 1900 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ზუგდიდი სოფ. კორცხელი
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: მუშათა და გლეხთა წითელი არმიის პოლიტიკურ და ხელმძღვანელ თანამდებობებზე 1921 წლიდან. დაპატიმრებამდე - თბილისის სამხედრო სასწავლებლის დირექტორი; წოდება -პოლკოვნიკი
- პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი,სკპ(ბ) წევრი 1924 წლიდან, პარტიიდან გარიცხეს დაპატიმრების გამო.
- ბრალად ედება: რომ, 1930 წლიდან იყო წევრი, არალეგალური, სამხედრო კონტრრევოლუციური, ტროცკისტული, ჯაშუშური, მავნებლური, ტერორისტული, მემარჯვენე ორგანიზაციისა, რომლის მთავარი მიზანი იყო საბჭოთა ხელისუფლების დამხობა, საქართველოს გამოყოფა საბჭოთა კავშირიდან და საქართველოს ე.წ. `დამოუკიდებელი~ ბურჟუაზიულ-დემოკრატიული სახელმწიფოს აღდგენა ერთ-ერთი ფაშისტური ქვეყნის პროტექტორატის ქვეშ. ეწეოდა აქტიურ ტროცკისტულ და მავნებლურ საქმიანობას, რომელიც მიმართული იყო მუშათა და გლეხთა წითელი არმიის სიძლიერის შესასუსტებლად და იბირებდა ახალ წევრებს აღნიშნულ კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ასლანოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან