ბახტაძე ვლადიმერ კონსტანტინეს ძე (1902)
- დაბადების თარიღი: 1902 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, აჭარა, ბათუმი
- ეროვნება: ქართველი
- განათლება: უმაღლესი (საზღვარგარეთ მიღებული უმაღლესი განათლებით)
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრების მომენტისათვის - საქ. მომარაგება- გასაღების კანტორის ეკონომისტი.
- პარტიულობა: უპარტიო
- ბრალად ედება: რომ 1935 წელს კ/რ ფაშისტურ ჯაშუშურ-ტერორისტულ დივერსიულ- მავნებლურ ორგანიზაციაში „თეთრი-გიორგი“ გადაიბირა ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ა. ხოშტარიამ (გაასამართლა სამხედრო კოლეგიამ), ვისი დავალებითაც ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას. თავი ცნო დამნაშავედ. მხილებულია პავლე დუმბაძის ჩვენებებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: მიკი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-1-ა, 19-58-7, 19-58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
1923 წლიდან 1929 წლამდე იმყოფებოდა საზღვარგარეთ, გერმანიაში.