ბაჯაძე იოსებ სერაპიონის ძე (1908)
- დაბადების თარიღი: 1908 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ვანის რაიონი, სოფ. უხუთი
- ეროვნება: ქართველი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: თბილისის მეაბრეშუმეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. სტალინის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი და მასწავლებელი, 1936 წელს ასწავლიდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, აგრარული ეკონომისტი, ეკონომიკურ მეცნიერების კანდიდატი.
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისის რაიონი, თბილისი, თეატრალური შეს. # 2 ა
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1929 წლიდან; 1937 წლის 16 დეკემბერს პარტიიდან გარიცხა ცკ-ს პარტიული კონტროლის კომისიამ კომპარტიის ცკ-ს ბიუროს გადაწყვეტილების შეუსრულებლობისა და მეაბრეშუმეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დანაკლისის, ცუდი ადმინისტრირების, უხეშობის, კრიტიკის ჩახშობისა და ხალხის მტრებთან მჭიდრო კავშირის გამო.
- დაპატიმრების თარიღი: 12/22/1937 წ.
- ბრალად ედება: დანაშაულის ხასიათი - კ/რ საქმიანობა. დაპატიმრებულია 22/12- 1937 წ.
- მუხლი: 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
დაკავებული იყო 1937 წლის დეკემბრიდან 1939 წლის თებერვლამდე, ხოლო გათავისუფლების შემდეგ სკკპ (ბ)ცკ-სთან არსებული საქართველოს ცკ-ს პარტიული კონტროლის კომისიის 1939 წლის 9 აპრილის დადგენილებით აღადგინეს სკკპ (ბ) წევრობის კანდიდატად და სრულად იქნა რეაბილიტირებული ბრალდების დაუსაბუთებლობის გამო.