ბეჟინი მიხეილ კუზმას ძე (1906)
- დაბადების თარიღი: 1906 წ.
- დაბადების ადგილი: ქ.თბილისი , საქართველო
- ეროვნება: რუსი
- სოციალური წარმომავლობა: მოსამსახურე
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: სპეციალობით მარკშეიდერი; დაპატიმრებამდე - ტყვარჩელის ქვანახშირის მაღაროს ტექნიკური უსაფრთხოების გამგე
- პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს ყოფილი წევრი; პარტიიდან გარიცხეს კ/რ ორგანიზაციის წევრობისათვის.
- ბრალად ედება: რომ 1) იყო წევრი კ/რ დივერსიული, მავნებლური ორგანიზაციისა, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას შეიარაღებული გამოსვლებით, ტერორით და ჯაშუშობით. 2) ამ ორგანიზაციის დავალებით ტყვარჩელის მაღაროში ეწეოდა დივერსიულ-მავნებლურ საქმიანობას, იწვევდა მექანიზმებისა და დანადგარების ავარიებს, არღვევდა მექანიზმების წინასწარ გეგმურ შეკეთებას, შლიდა ნახშირის მოპოვების გეგმას. 3) ჰქონდა ტერორისტული განზრახვები პარტიისა და ხელისუფლების მიმართ და ამისათვის არალეგალურად ინახავდა საბრძოლო ცეცხლსასროლ იარაღს.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ბეჟანოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 202
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან