ბეჟუაშვილი დავით სიმონის ძე (1902)
- დაბადების თარიღი: 1902 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ზესტაფონი, სოფ. ქვედა საქარა
- ეროვნება: ქართველი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: მასწავლებელი
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ
- პარტიულობა: უპარტიო. წარსულში - ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაცია
- დაპატიმრების თარიღი: 06/28/1937 წ.
- ბრალად ედება: რომ 1921-22 წლებში და 1923 წელს იყო "ახალგაზრდა მარქსისტთა" ორგანიზაციის ცენტრალური კომიტეტის წევრი და არალეგალური მენშევიკური ორგანიზაციის წევრი. 1921-1923 წლებში მენშევიკების პარტიის ცკ-ის დავალებით რამდენჯერმე ჩამოვიდა თბილისიდან ზესტაფონში, სადაც ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა მარქსისტებისა და მენშევიკების არალეგალურ ორგანიზაციას. ამ პერიოდში მას კავშირი ჰქონდა ცნობილ მენშევიკ სეიდ დევდარიანთან. მისი დავალებით ბეჟუაშვილი ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის, `ახალი გზის,~ სალიკვიდაციო ბიუროს, ამავე დროს მას დავალებული ჰქონდა იატაკქვეშა მენშევიკური კადრების შენარჩუნება. 1935-1936 წწ. ბეჟუაშვილს მჭიდრო კავშირი ჰქონდა გამოაშკარავებულ კ/რ ტროცკისტ ბოგვერაძესთან. 1935-1936 წლებში ბეჟუაშვილი მოსწავლეებს შორის ეწეოდა კ/რ ტროცკისტულ აგიტაციას. 1933 წელს ბეჟუაშვილი გადაბირებულ იქნა ზესტაფონის რაიონის არალეგალური კ/რ ტროცკისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ. ბეჟუაშვილმა თავი დამნაშავედ ცნო 1924 წლამდე არალეგალურ ორგანიზაციის წევრობაში. მხილებული იქნა ჯანიაშვილის, ი. შათირიშვილისა და ვ. ა. სუხიაშვილის ჩვენებებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: სხირტლაძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან