ბერიძე კარპეზ ევსეის ძე (1891)
- დაბადების თარიღი: 1891 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ჩოხატაური, სოფ. ერკეთი
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: აზნაური
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - თბილისის დაუსწრებელი პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორი
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ თბილისი
- პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ) წევრი 1927 წლიდან; წარსულში სოციალ- ფედერალისტი
- დაპატიმრების თარიღი: 08/16/1937 წ.
- ბრალად ედება: რომ იყო წევრი მემარჯვენეთა კონტრრევოლუციურ-ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციისა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და კაპიტალიზმის რესტავრაცია საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ ტერორის გამოყენებით და დივერსიულ-მავნებლური აქტების მოწყობით, შეიარაღებული აჯანყების მომზადებით და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დაპყრობით. ბრალდებული კარპეზი ე. ბერიძე მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციაში 1936 წლის თებერვალში გადაიბირა საქართველოს განათლების ყოფილმა სახალხო კომისარმა ა. თათარაშვილმა, რომელიც ხელმძღვანელობდა კ/რ ორგანიზაციას საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატის აპარატში. კ/რ ორგანიზაციაში შესვლის დღიდან მისი დაპატიმრების მომენტამდე (16/VII-1937) ბრალდებული ბერიძე ეწეოდა აქტიურ კ/რ საქმიანობას, ა/ს განწყობილი ელემენტებისგან იბირებდა ახალ წევრებს კ/რ ორგანიზაციაში და კადრებით ავსებდა მემარჯვენეთა ორგანიზაციის კ/რ უჯრედებს, ეწეოდა ძირგამომთხრელ მავნებლურ საქმიანობას და იყო კ/რ ორგანიზაციის კ/რ გეგმების საქმის კურსში, რომელიც ეხებოდა საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ ტერორის გამოყენებას. თავი დამნაშავედ ცნო. მხილებულია ა. ს. თათარიშვილისა და ს. ლ. მამალაძის ჩვენებებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: გოცირიძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-8, 58-10, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან