ბესტაევი ნიკოლოზ იოსების ძე (1902)

  • დაბადების თარიღი: 1902 წ.
  • დაბადების ადგილი: ზნაურის (ყორნისი) რ-ნი, სოფ. დიდმუხა, საქართველო, სამხრეთ ოსეთი
  • ეროვნება: ოსი
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: საქართველოს კომუნისტური პარტიის ჯავის რაიონული კომიტეტის მდივანი
  • პარტიულობა: საქ. სსრ კპ(ბ) წევრი, პარტიიდან გარიცხეს დაპატიმრების გამო.

  • ბრალად ედება: რომ იყო სამხრეთ ოსეთის მემარჯვენე არალეგალური კ/რ ორგანიზაციის წევრი, გადაიბირა ამ ორგანიზაციაში სამხრეთ ოსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ივანე ჯიჯოევმა 1937 წელს. მისი დავალებით ეწეოდა მავნებლობას კოლმეურნეობის მშენებლობაში და მეცხოველეობის განვითარებაში. შეწყვიტა რაიონული მიწათმოქმედების განყოფილების ხელმძღვანელობა, დააკონსერვა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. ეწეოდა ხალხის დამუშავებას ამ ორგანიზაციაში გადაბირების მიზნით და მათი მეშვეობით ეწეოდა მავნებლობას კოლმეურნეობისს მუშაობაში. წაყენებულ ბრალდებებში თავი ცნო დამნაშავედ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: გაგუა, მონაწილეობდნენ: ქობულოვი, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან