ბიტიევი ვახტანგ ისაკის ძე (1900)
- დაბადების თარიღი: 1900 წ.
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ოსი
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: სამხრეთ ოსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივანი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1921 წლიდან , პარტიიდან გარიცხეს დაპატიმრების გამო.
- ბრალად ედება: რომ იყო არალეგალური მემარჯვენე კ/რ ორგანიზაციის წევრი. ამ კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში გადაიბირა სამხრეთ ოსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ივანე ჯიჯოევმა 1936 წელს სოფელ ჯავაში. მისი დავალებით ეწეოდა მავნებლობას სხვა ადამიანების მეშვეობით და გეგმავდა მათ გადაბირებას.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მონაწილეობდნენ: ქობულოვი, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან