ბოკუჩავა ვიქტორ დიმიტრის ძე (1899)
- დაბადების თარიღი: 1899 წ.
- დაბადების ადგილი: კრასნოდარის მხარე, ქ. ადლერი, რუსეთი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: კულაკი
- განათლება: დაწყებითი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - აფხაზეთის მომარაგება- გასაღების სატყეო საწყობის გამგე.
- ბრალად ედება: რომ 1) იყო კ/რ, მენშევიკური, მეამბოხე ორგანიზაციის წევრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ოკუჯავა. 2) ამ კ/რ მენშევიკური, მეამბოხე ორგანიზაციის დავალებით შექმნა 7 ადამიანისაგან შემდგარი კ/რ მეამბოხე ორგანიზაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა დაპატიმრების დღემდე. საკუთარი კონტრრევოლუციური საქმიანობით დაკავშირებული იყო ოკუჯავას კ/რ ორგანიზაციასთან. 3) იყო ხელმძღვანელი კ/რ მენშევიკური, მეამბოხე ორგანიზაციისა. მისი და ოკუჯავას კ/რ ორგანიზაციის წევრებთან ერთად 1936 წლიდან დაპატიმრების დღემდე ემზადებოდა საბჭოთა ხელისუფლების დასამხობად შეიარაღებული აჯანყების გზით. თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ბეჟანოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან